

16 მარტს ხარაგაულელ გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრის მომსახურებით.
მოძრავი სერვისცენტრი დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ხარაგაულში გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #15) განთავსდება.
მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR იმ რეგიონებს ემსახურება, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.
მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს გაუწევენ კონსულტაციას, მიანიჭებენ ან გაუუქმებენ გადამხდელის სტატუსს, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ცნობებს გასცემენ საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და გადამხდელისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის