

ეს ფოტო მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნინო ყიფიანს, ეკუთვნის. ნინო მარელისის საჯარო სკოლის ეკო კლუბის „სიმბიოზის“ წევრია და პედაგოგ სოფიო მესხთან ერთად ჩართულია CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ფოტო სინთეზი 2017“. კონკურსის თემაა – „ეს ჩემი ტყეა“.
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე გვიამბობს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მელა ტყეში შეშისათვის წასულმა მოსახლეობამ ხაფანგში გაბმული ნახა. ისინი ეკო კლუბის წევრებს დაუკავშირდნენ. მოსწავლეებმა საკონკურსო ფოტო გადაიღეს, მელა კი გაათავისუფლეს.
კონკურსში გამარჯვებულ ორ ფოტოს სპეციალური ჟიური გამოავლენს და ტყეების საერთაშორის დღეს, 21 მარტს, ფოტოების ავტორებს დააჯილდოებს.
მოიწონეთ ხარაგაულელი მელას ფოტო CENNE-ს ფეისბუქგვერდზე და მონაწილეობა მიიღეთ მარელისის სკოლის ეკო კლუბის გამარჯვებაში.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი