

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდა.
დავით კიკნაძის თქმით, მინისტრს კიცხში სკოლისათვის ახალი შენობის აშენებასა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში შიდა სარემონტო სამუშაოების შესახებ ესაუბრა.
„სამინისტროში აღნიშნული საკითხები მოინიშნეს. აშენდება თუ არა კიცხში ახალი სკოლა და დაიწყება თუ არა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები, – ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას სამინისტროში უახლოეს მომავალში მიიღებენ, – ამბობს დავით კიკნაძე, – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს რამდენიმე თვის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11 სკოლის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე. 2017 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ გვაცნობებენ, თუ რომელი სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები დაფინანსდება მიმდინარე წელს“.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, ღარიხევში სკოლისათვის ახალი შენობა ამ ზაფხულზე აშენდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი