

ხარაგაულში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღინიშნა.
დღეს, 7 მარტს, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ჩაჩანიძემ ამ დღის დაარსების ისტორია გვიამბო. მოსწავლეებმა დედების, ბებიების, დებისა და საყვარელი ქალბატონებისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, ხალხური და საესტრადო სიმღერები შეასრულეს.
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ლალი ალექსიძე) საზეიმო კონცერტი გაიმართა.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საფორტეპიანო ნაწარმოებებით მიულოცეს.
ხარაგაულში სარვამარტო ღონისძიებები ივანე აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის კონცერტით დაგვირგვინდა. კონცერტის დაწყებამდე კინოთეატრის ფოიეში ხალხური რეწვის წრის (ხელმძღვანელი ირმა ბუაჩიძე) მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფინეს.
კონცერტში მონაწილეობდნენ ვაჟთა ვოკალური ჯგუფი (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე), ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“, (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები), ხალხური სიმღერის ანსამბლი „კახორი“, სოლო შემსრულებლები თიკო და თამარ ლურსმანაშვილები, სალომე კვირიკაშვილი.
სახალხო თეატრის მსახიობებმა ლუიზა კიკნაძემ და გიორგი ჭიპაშვილმა წარმოადგინეს ნაწყვეტი სპექტაკლიდან „საბრალდებო დასკვნა.“ კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკო წიკლაურმა თეატრის რეჟისორ ირინე ჩხეიძეს საკუთარი ლექსი წაუკითხა. სცენა ხალხური სიმღერით ირინე შარიქაძის ოჯახურმა ანსამბლმა გაალამაზა.
ღონისძიებას კულტურის ცენტრის თანამშრომლები მაია ბერაძე და გიორგი ჭიპაშვილი უძღვებოდნენ.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი