ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობის ქვიშხეთი-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ამ წუთებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბეჟათუბანში, დასაქმებულებთან დამსაქმებლის – შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლები – შრომით ხელშეკრულებებს აფორმებენ.
სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად შეთანხმებას რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ორი დღის წინ გამართული გამაფრთხილებელი აქციითა და პროცესში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ჩართვით მიაღწიეს.
ისინი უსაფრთხო შრომის პირობებს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და შვებულებებს მოითხოვენ.
დღეს დილიდან ბეჟათუბანში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა იმყოფება.
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებთან რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა შეთანხმებას მიაღწია.
დღეიდან, ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ 60-ზე მეტ დასაქმებულს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა.
დღეიდან მათ მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ ფასიანი შვებულებით, კვირაში ერთი დღე დასვენებითა და ანაზღაურებადი ბიულეტინით.
სადღესასწაულო დღეებში მუშაობა ბეჟათუბნის ობიექტზე დასაქმებულებს ორმაგი ოდენობით აუნაზღაურდებათ!
ანაზღაურებადი იქნება ზეგანაკვეთური შრომაც!
გარკვეულ კატეგორიაზე კი სამართლიანი ანაზღაურების პრინციპით მოხდა ხელფასების კორექტირება და რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებს 40-50 ლარით გაეზარდათ ანაზღაურება!
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების დახმარებით რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი დავა გასული წლის ნოემბერში ზვარეში, წელს იანვარში კი ძირულაში წარმატებით დასრულდა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ბეჟათუბანში
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების