

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. 7 მარტს ერთმანეთს გოგონათა და ვაჟ კალათბურთელთა გუნდები შეეჯიბრნენ.
ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს ვერტყვიჭალის, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ზვარესა და ხევის სკოლების გოგონათა გუნდების კალათბურთელები.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხევისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები დაუპირისპირდნენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საგზური, უკვე მეორედ, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდმა (მწვრთნელი ნუგზარი კაპანაძე) მოიპოვა. შარშან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ქუთაისში, რეგიონალურ ტურზე, მეორე ადგილი დაიკავა.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთი პაქსაშვილი ამბობს, რომ გუნდის წარმატება აქტიური ვარჯიშის შედეგია. „შევეცდებით რეგიონალურ ტურშიც გავიმარჯვოთ“, – ამბობს ქეთი.
ვაჟებს შორის კალათბურთის შეჯიბრში ცხრა სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხევისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები შეხვდნენ. რაიონულ შეჯიბრში გაიმარჯვა და რეგიონალურ ტურზე ხარაგაულის სახელით იასპარეზებს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ვაჟ კალათბურთელთა გუნდი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში სპორტის თორმეტ სახეობაში ჩატარდება.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: კალათბურთის შეჯიბრი ვაჟებს შორის; ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მწვრთნელთან ერთად.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი