

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი) ინიციატივით დღეს, 6 მარტს, მოსწავლეთა სახლის საკონცერტო დარბაზში შემეცნებით-გასართობი კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა სახლის საესტრადო სიმღერის წრის (ხელმძღვანელი დარეჯან გვაძაბია) მოსწავლეები და მათი მშობლები.
კონკურსში 4 გუნდი მონაწილეობდა: გუნდი „ჩიტი-გვრიტი“ (ხელმძღვანელი ნიკოლოზ მაჭავარიანი); გუნდი „დო“ (ხელმძღვანელი თამარ ლაცაბიძე); გუნდი „ფეოლა“ (ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი) და გუნდი „ბარაბაშკა ლუცი“ (ხელმძღვანელი მაია ბერაძე).
კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. მონაწილეებს მელოდიისა და მინიშნებების მიხედვით უნდა გამოეცნოთ ქართული მხატვრული ფილმები, სამი ბგერის მიხედვით მონაწილეები ასახელებდნენ სიმღერას. გუნდი, რომელიც ვერ გაივლიდა რომელიმე კონკურსს, სიმღერით „ჯარიმდებოდა“.
შემეცნებით-გასართობ კონკურსში „ფეოლამ“ გაიმარჯვა. თითოეულ გუნდს გადაეცა მოსწავლეთა სახლის მიერ დაწესებული სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
მონაწილე მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს და ერთხმად აღნიშნეს, რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე გაატარეს შვილებთან ერთად.
მოსწავლეთა სახლის ორგანიზატორმა, ქეთევან ხარაძემ, აღნიშნა: „შევეცადეთ, შემოგვეთავაზებინა განსხვავებული ღონისძიება, რომელიც სახალისო და ამავე დროს საინტერესოც იქნებოდა მონაწილეებისა და მაყურებლისათვის“.
თამთა გოგოლაძე

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის