ხარაგაულის კულტურის ცენტრში (დირექტორი ვასილ კიკნაძე) დღეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კულტურის ცენტრის თანამშრომელმა ლუიზა კიკნაძემ ხარაგაულში მცხოვრებ ქალბატონებს ლამაზი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე საღამო მიუძღვნა.
ღონისძიებაზე მიწვეულებმა დედობასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო, მხიარული და კურიოზული მომენტი გაიხსენეს.
დედებისა და ბებიებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი იყო მათი შვილებისა და შვილიშვილების მიერ შესრულებული მუსიკალური თუ მხატვრული ნომრები.
ღონისძიებაზე მყოფ თითოეულ ქალბატონს სალაღობო სტრიქონები მიუძღვნა ნიკო წიკლაურმა. ლუიზა კიკნაძემ კი ყველა მათგანთან დაკავშირებული ცხოვრებისეული ეპიზოდები გვიამბო.
საღამოს კიდევ ერთი სიურპრიზი ღონისძიების ორგანიზატორის, ლუიზა კიკნაძის ქალიშვილის, სოფო წიკლაურის, მიერ დედისთვის გამოგზავნილი წერილი აღმოჩნდა.
„უცნაურ ბავშვად მთვლიდნენ. ჰო, ალბათ ვიყავი კიდეც უცნაური, – წერს სოფო, – დეიდებ-მამიდასთან დასასვენებლად მყოფი არავის ვაძლევდი ჩემი ტანსაცმლის გარეცხვის უფლებას – დედის სუნს, მისი ხელების სითბოს აცლიდნენ რეცხვისას და ამიტომ.
თუ დედა სახლში არ იყო, მის კაბას ჩავიხუტებდი და ისე ვიძინებდი. მიბრაზდებოდნენ, მტუქსავდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. იმედოვნებდნენ, რომ გავიზრდებოდი და ხასიათს შევიცვლიდი. გავიზარდე, მაგრამ ხასიათი ვერ შევიცვალე. ჩემი ცივი, მუდმივად დედის მონატრებაში გატარებული სტუდენტობა სწორედ დედის კაბამ გადამატანინა. ის კაბა იყო ჩემი თილისმა…“
კულტურის ცენტრმა ღონისძიების მონაწილეები ხატებით დაასაჩუქრა.
ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ ერთფეროვან ყოველდღიურობაში მათთვის ასეთი საღამოები ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოში დედის დღე 1993 წლიდან აღინიშნება.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების