ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა დღეს, 2 მარტს, პრემიერა გამართა.
სიმონიკა ბერეჟიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი მონოსპეკტაკლი – „ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი“ – სამუსიკო სკოლის დარბაზში შეკრებილ ხარაგაულელ მაყურებელს იზა ვეფხვაძემ წარუდგინა.
სიმონიკა თაყაიშვილი ბერეჟიანის გვარითაა ცნობილი. ბედის უკუღმართობის გამო ის ბერგერის გვარით გარდაიცვლა.
სპექტაკლის ავტორმა იზა ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ სიმონიკა ბერეჟიანის შესახებ არქივებში მწირი ინფორმაციაა დაცული. ამიტომ დიდი ძალისხმევა დასჭირდა მასზე ცნობების შესაგროვებლად.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი 1920 წელს მთავრობამ გერმანიაში განათლების მისაღებად გააგზავნა. 1924 წელს საფრანგეთში მან ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“ და ამავე სახელწოდების გაზეთი დააფუძნა.
ქართული ემიგრაციისთვის დიდი საზრდო იყო გაზეთში გამოქვეყნებული სიმონიკა ბერეჟიანის პატრიოტული ლექსები და პუბლიცისტური წერილები.
მას ეკუთვნის ცნობილი სტრიქონები:
„ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო,
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!“
სიმონიკა ბერეჟიანი მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. ის ვერმახტის ქართულ ლეგიონში იბრძოდა იმ მიზნით, რომ საქართველო რუსი დამპყრობლებისგან გაეთავისუფლებია.
მალევე ავად გახდა და შტუტგარდის ფსიქიატრულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. აქ იკარგება მისი კვალი. უცნობია სად, რა ვითარებაში გარდაიცვალა და სად დაასაფლავეს.
სიმონიკა ბერეჟიანის სურვილი იყო, რომ მისი პოემა „პაემანი მთაწმინდაზე“ მთაწმინდიდან წაეკითხა თბილისისთვის.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ხარაგაულის ფილიალის წევრმა ბავშვებმა სპექტაკლის შემდეგ პოემა წარმოადგინეს.
რეგენტ თორნიკე ბაკურაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საგალობელი მიუძღვნეს სიმონიკა ბერეჟიანის უკვდავ სულს.
უახლოეს მომავალში ხარაგაულელი ჩოხოსნები სიმონიკა ბერეჟიანის პოემას მთაწმინდაზე წარადგენენ.
სპექტაკლის პრემიერას ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ დალი მერაბიშვილი და ვანო ჭიპაშვილი.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების