

დღეს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სკოლის ფოიეში გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი დედის დღისადმი მიძღვნილი თემატური ხელნაკეთი ნივთები, მისალოცი ბარათები, ფერადი ქაღალდისაგან შექმნილი ყვავილები, ნახატები.
დღესვე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დედიკოებს სამი მარტის დღესასწაული მიულოცეს.
კლასის ხელმძღვანელისა და გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორ რუსუდან თაბაგარის ინფორმაციით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა თითქმის ყოველწლიურად აწყობს საქველმოქმედო საღამოებს.
„წელს გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდს. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საშვილიშვილო საქმეში, დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებსა და #2 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, მარინა ვეფხვაძეს, რომლებმაც ამ ღონისძიებისთვის თავდაუზოგავად იმუშავეს,“- აღნიშნა რუსუდან მასწავლებელმა.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა დედიკოებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის