ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდა. დეპუტატებმა ცვლილებას მხარი საკრებულოს პირველი მარტის რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები დამტკიცდება და მათი თანადაფინანსების საჭირო თანხა მოსაძიებელია.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3 700 000 ლარის პროექტები უნდა დაფინანსდეს, – განმარტავს ვარლამ ჭიპაშვილი, – კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტიდან თანადაფინანსება 356 500 ლარია. ჩვენ არ ველოდით ხარაგაულში ამდენი პროექტის დაფინანსებას. ამიტომ 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას თანადაფინანსებისთვის მხოლოდ 153 ათასი ლარი დავგეგმეთ.
ვინაიდან ბიუჯეტს დამატებითი შემოსავლის წყარო არ აქვს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გზების რეკონსტრუქცია-შენახვის თანხას 59 ათასი ლარი მოაკლდება, ხიდ-ბოგირების შეკეთებას – 30 ათასი ლარი, სანიაღვრე არხების მოწყობას – 20 ათასი ლარი, წყლის სისტემის რეაბილიტაციას – 25 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი 75 ათასი ლარით შემცირდება და გადავა პროექტების თანადაფინანსებაში. ასი ათასი ლარით მცირდება სოციალური პროგრამების დაფინანსება.“
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მას უხერხულობას უქმნის სოციალური პროგრამების დაფინანსების ხარჯების შემცირება: „გამგეობის საფინანსო სამსახურს ვესაუბრე და არანაირი სხვა გზა, თანადაფინანსების თანხის მოსაძიებლად, არ გამოიძებნა,“ – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით სოციალური პროგრამებისთვის 688,2 ლარი იყო დაგეგმილი.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების