

2 მარტს, 15 საათზე, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) გამართავს დიდი ქართველი მამულიშვილის, სიმონიკა ბერეჟიანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლს „ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი“.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ხარაგაულის ფილიალის ბავშვები.
სიმონიკა ბერეჟიანს ეკუთვნის ცნობილი სტრიქონები:
„ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო,
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის