

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე ლითონის ხიდის მშენებლობის გამო, 27 თებერვლის 11:30 საათიდან 19:30 საათამდე და 28 თებერვალს და პირველ მარტს 12:00-დან 16:00 საათამდე მსვლელობიდან მოიხსნა და შეეცვალა მოძრაობის განრიგი შემდეგ მატარებლებს:
27 თებერვალს მსვლელობიდან მოიხსნა თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი; ფოთი-თბილისი და ქუთაისი-თბილისი.
თბილისი-ბორჯომი გაჩერდება სადგურ გომში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (გომში დგომის ხანგრძლივობა 55 წთ.);
სამგზავრო მატარებელი თბილისი-ბათუმი თბილისიდან გავა 18:15 საათზე (ნაცვლად 17:35 საათისა);
თბილისი-ფოთი თბილისიდან გავა 18:30 საათზე (ნაცვლად 17:50 საათისა).
დღეს, საგარეუბნო მატარებელი თბილისი-ნიქოზი თბილისიდან გავა 18:37 საათზე (ნაცვლად 18:25 საათისა) .
28 თებერვალს და 1 მარტს სამგზავრო მატარებელი ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი გაჩერდება სადგურ ხაშურში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (ხაშურში დგომის ხანგრძლივობა 35 წთ.).
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის