დღეს, 26 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე 15 ხმით ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა მაჭავარიანი გახდა.
ახალგაზრდულ საკრებულოში გაერთიანებული არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის თითო-თითო მოსწავლე და გასული წლის ახალგაზრდული საკრებულოს ოთხი აქტიური წევრი.
ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე კესო შარიქაძე და მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე ავთო მაღრაძე აირჩიეს.
იურიდიული, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეობა ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ოკრიბელაშვილს დაავალეს. ახალგაზრდული საკრებულოს წევრები დანაჩენ ფუნქციებს ახალგაზრდული საკრებულოს შემდეგ სხდომაზე გაინაწილებენ.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს მიესალმენ და წარმატებები უსურვეს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ.
ახალგაზრდული საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარის, ნონა მაჭავარიანის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მრავალ კარგ პროექტს განახორციელებენ და შეეცდებიან, ხარაგაულელთა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ.
პირველი ახალგაზრდული საკრებულო ხარაგაულში 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ინიციატივით შეიქმნა. ამჟამად კი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით განახლდა.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების