

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვა გაუზიარა და ეროვნული უშიშროების საკითხებზე ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ახლებური მიდგომების და ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.
ამ ხედვის შესაბამისად, პრეზიდენტმა დაავალა უშიშროების საბჭოს აპარატს დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რათა საზოგადოებასთან ერთად ჩამოყალიბდეს, რა არის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანები, როგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს.
დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი ნოდარ ხარშილაძე და საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე.

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის