ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი აცხადებს კონკურსს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული „უძველესი ტრადიციების” გამოსავლენად.

კონკურსის მიზანია მოძიება, პოპულარიზაცია, დაცვა/შენარჩუნება ჩვენი კუთხისათვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებისა.

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
  • საკონკურსოდ შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2-3 წუთიანი ვიდეო ან ფოტო მასალა.
  • კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მუზეუმის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით. ასევე მათ უფლება ექნებათ დაესწრონ მუზეუმში გამართულ ყველა გამოფენასა და ღონისძიებას.
  • საკონკურსო მასალის მიღება დაიწყება 2017 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება 28 სექტემბერს;
    • საკონკურსოდ შემოტანილ მასალას უნდა ერთვოდეს წარმდგენის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
    • კონკურსში გამარჯვებულთა ნომინაციები გასაჯაროვდება 2017 წლის ოქტომბერში. მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე.

საკონკურსოდ მასალები შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგ ნომინაციებში:

  • ქართული პოლიფონია;
    • მევენახეობა (ვაზის მოვლა, ყურძნის უნიკალური ჯიშები);
    • ტრადიციული რეწვის ნიმუშები;
    • ქვევრის ღვინის იმერული ტრადიციით დაყენება (თეთრი და შავიღვინო, არყის გამოხდა);
    • ცეკვა – დამახასიათებელი ზემო იმერეთისათვის;
    • ზემო იმერული სამზარეულო – დამზადების ტექნოლოგია და კულტურა;(ჩურჩხელა, ჩირი, ტყლაპი, ტკბილის კვერი);
    • ხალხური საკრავის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
    • „ხეზე კვეთის ტრადიცია – ორნამენტი ტრადიციულ საცხოვრისსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში“;
    • ქვაზე კვეთა
    • ტყავის დამუშავება – დამზადების ტექნოლოგია;
    • ყველის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
    • პურის დამზადების ტექნოლოგია;
    • მეთუნეობის უძველესი ტრადიცია;
    • მეფუტკრეობა;
    • ხელსაქმის ნიმუშები (ქსოვა, ქარგვა, კერვა, მატყლის დამუშავება/დართვა);
    • იმერეთისათვის დამახასიათებელი კულტურული ჯიშების მოყვანა/დამუშავება;
    • ზეპირსიტყვიერების ნიმუშები (სახალხო მთქმელები, ლეგენდები).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 17:00 საათამდე ააიპ„ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში“ მის; ხარაგაული, 9 აპრილის ქ. #47 , ტელ: 22 14 16.