

ხარაგაულში მარტიდან ფუნქციონირებას დაიწყებს სასწავლო ცენტრი, სადაც 16 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ შემდეგ სპეციალობებს: მკერავ-დიზაინერი, ტურ-ოპერატორი, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული ქსელების მოწყობა და IT სპეციალისტი. ჩარიცხვისას უპირატესობა მიენიჭებათ შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს, ასევე მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს.
სწავლება უფასოა.
მსურველებმა კურსზე დასარეგისტრირებლად უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს პირადობისა და განათლების ნებისმიერი საფეხურის (9 კლასი, საშუალო) დამადასტურებელი დოკუმენტით.
კურსი სამთვიანია, მოიცავს 260 სალექციო და პრაქტიკულ საათს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ დავით აღმაშენებლის აკადემიის სერთიფიკატს და მოხვდებიან დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში.
პროექტს ხარაგაულში კოორდინაციას უწევს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“. საკონტაქტო პირია რუსუდან გურგენიძე (ტელ.: 599 852600; 555 13 61 53).
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის