

წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომელთა საპროტესტო აქციას 17 თებერვალს ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები შეურთდნენ.
„ყოველთვის დავდგებით იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შრომითი უფლებები ირღვევა და შრომითი უსაფრთხოება დაუცველია, – ამბობს ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული გია თაბუკაშვილი, – აქციაზე ზვარედან რამდენიმე თანამშრომელი წავედით.
ვფიქრობ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ერთად დგომით ყველაფერი მიიღწევა. ამის მაგალითი ზვარეში ჩვენი საპროტესტო აქციები და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაა.“
„ბიბლუსის გალერეის“ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი მძიმე და არანორმირებულ შრომით პირობებზე 9 თებერვლიდან ალაპარაკდა.
მათი განცხადებით, ზოგჯერ ოცდაოთხსაათიან რეჟიმშიც უწევთ მუშაობა, თუმცა „ბიბლუსის“ მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ხდება, ბონუსების სისტემა კი მათთვის გაუმჭვირვალეა.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის