

მუნიციპალური განვითარების ფონდმა უბისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისათვის ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადოს.
უბისის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე კომპანიის შპს „ტაძარი+“-ის დირექტორის მურადი ჭეიშვილის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, ტაძარში კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდა გასაკეთებელი.
ამიტომ შეიქმნა ახალი პროექტი, რომელიც საპატრიარქოს საბჭომ და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოიწონეს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაუგზავნეს.
ახალი პროექტის ღირებულება დაახლოებით 90 000 ლარია, რომლითაც გალავნისა და შიგა მოპირკეთების სამუშაოები შესრულდება.
ამჟამად უბისის ტაძრის კოშკის კიბისა და კარის რესტავრაცია მიმდინარეობს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის