

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიის გზის რეაბილიტაცია 2016 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო.
თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „დალა-73“, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ბოლომდე ვერ შეძლო. ამიტომ მასთან ხელშეკრულება შეწყდა და ტენდერის ხელახლა გამოცხადება გახდა საჭირო.
გედსამანიის გზის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის ახალი ტენდერი გასული წლის ბოლოს 296 583 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა.
გედსამანიის გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „მიმდემი“ 277 380 ლარად შეასრულებს. მასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, გზის რეაბილიტაცია 2017 წლის 29 მაისს უნდა დასრულდეს.
შპს „მიმდემის“ დირექტორის ზურაბ მიქაძის ინფორმაციით, სამუშაო ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული. თუმცა დიდთოვლობის გამო სამუშაოები შეფერხდა.
-გედსამანიის სამკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ვადაზე ადრე დავასრულებთ, – ამბობს ზურაბ მიქაძე.
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის