

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ხარაგაულის ოცდახუთივე საჯარო სკოლაში გაიმართა.
დავით კიკნაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას წიგნის კითხვა უყვარდეს.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლამ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ქუჩაში მსვლელობით აღნიშნა, ბაზალეთის საჯარო სკოლამ ვიდეო რგოლები მოამზადა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკას #2 საჯარო სკოლის პირველკლასელები ესტუმრენ. მათ ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან და მასწავლებელ ლია სანიკიძესთან ერთად რამდენიმე მოთხრობა და ზღაპარი წაიკითხეს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ღონისძიებათა ორგანიზატორის, ირმა სებისკვერაძის, ინფორმაციით, თოთხმეტივე საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა.
ლეღვანის საბავშვო ბაღს საბავშვო მწერალი ფრიდონ მაღრაძე ესტუმრა.
#1 საბავშვო ბაღის უფროს ჯგუფში ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებია, ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე მიიწვიეს. მან პატარებს „მძინარე მზეთუნახავი“ წაუკითხა.
პატარებმა ქალბატონ ზეინაბს თავიანთი ხელნაკეთი წიგნები აჩუქეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძემ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოების წინაშე ანდრე მორუას მოთხრობა „სასტუმრო თანატოსი“ წაიკითხა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიო 2010 წლიდან აღნიშნავს.
შარშან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და LitWorld მხარდაჭერით ეს თარიღი ჩვენთანაც დაწესდა.
ფოტოებზე: წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი