

დიდი ქართველი მამულიშვილის, რუსთაველის თეატრის ლაურეატის, სახელოვანი მწერლისა და კინემატოგრაფისტის, რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით რესპუბლიკური კონფერენცია-კონკურსი გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს.
კონკურსი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის ინიციატივითა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენცია-კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან თხზულება რ. თაბუკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნებისმიერ ასპექტზე (მწერლობა, თარგმნა, კინორეჟისურა).
ნამუშევრები 30 აპრილის ჩათვლით უნდა მიაწოდოთ ჟიურის ელექტორულ ფოსტაზე dolidze1934@mail.ru ან გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #40. პირველი ტურის შედეგები ორ კვირაში გამოცხადდება.
კონკურსის ორგანიზატორები მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ წერის კულტურასთან ერთად საგანგებოდ მიექცევა ყურადღება პლაგიატს (სხვისი ნაშრომის მითვისება). მოსწავლეებმა მკაცრად უნდა დაიცვან ციტირების წესი.
კონკურსის მეორე ტური 3-4 ივნისს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდება. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ზეპირად უნდა წარადგინონ თავიანთი თხზულება. ყურადღება მიექცევა მათ მეტყველებას, დასაბუთებას, სცენაზე დგომისა და ქცევის კულტურას.
გამარჯვებულები 12 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩოხოსან რაინდთა დაარსების მეთორმეტე წლისთავზე დაჯილდოვდებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე: 0322 94 02 75; 577 288 734.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის