კინომცოდნე ოლღა (ლალა) თაბუკაშვილს დღეს, 13 თებერვალს, 83 წელი შეუსრულდებოდა.
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოლღა თაბუკაშვილი 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიაობას ეწეოდა.
ქალბატონმა ლალამ ღუდუმექეთის მიწაზე ფეხი 19 წლის ასაკში დადგა და მას შემდეგ ღუდუმექეთი გახდა მისი სალოცავი.
1937 წელს მამის დაპატიმრებას, მეორე მსოფლიო ომში ლენინგრადის ბლოკადაში ყოფნას ქალბატონი ლალა განსაკუთრებული ემოციით იხსენებდა.
სოფლის სიყვარული მამისგან, ვარდენ თაბუკაშვილისგან, გადმოეცა, რომელიც 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე ღუდუმექეთში ცხოვრობდა.
„გაზაფხული რომ დგება, უკვე ვიწყებ ნათესავებთან დარეკვას, რომელიმე ხომ არ მოდიხართ სოფელში-მეთქი… ღუდუმექეთში ყოველ დილით შვიდ საათზე ვდგები, კახორს გავყურებ და ასე მგონია, მესაუბრება ეს მთა. აქ სულ სხა, ულევი ენერგია მაქვს, თითქოს არ ვიღლები ამ საოცარ სიმშვიდესა და სიჩუმეში.
მატარებლით, როცა ღამით ბათუმში მივდივარ, რომ მიუახლოვდება მატარებელი ხარაგაულს, თოფნაკრავივით ვიღვიძებ. არამ მე კი არ ვიღვიძებ, ჩემი მიწა მაღვიძებს. გამოვვარდები და ვდგავარ მატარებლის კიბეზე.
მთელ სამეგობრობს შევაყვარე ხარაგაული. საოცარი რიდი და პატივისცემა იციან ხარაგაულში. ნურც ერთი კუთხე ნუ დაიტრაბახებს ამით. საოცრად უანგარო ხალხია აქ,“ – გვიამბო ლალა თაბუკაშვილმა 2003 წლის ზაფხულზე ღუდუმექეთში მასთან სტუმრობისას.
ხელნაწერი, რომელიც „ჩემი იმერეთის“ რედაქციის არქივში ინახება, ერთგვარი გზავნილია ხარაგაულელებისა და ზოგადად, ადამიანებისადმი, –
„გაუფრთხილდით ერთმანეთს, ერთად ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ დედა საქართველო.“
ქალბატონი ლალა დარწმუნებული იყო, რომ მისი ქალიშვილი ნინო ვაჩნაძე და შვილიშვილი რუსუდან ბურჯანაძე ღუდუმექეთის სახლს არასოდეს მიატოვებდნენ.
ლალა თაბუკაშვილი 2006 წლის 4 დეკემბერს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების