

დღეს, 13 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს ხარაგაულში ემსახურება.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის, დავით კიკნაველიძის ინფორმაციით,
10-დან 12 საათამდე უკვე თხუთმეტზე მეტ გადამხდელს მოემსახურენ.
„დღეს ერთი მცირე მეწარმის რეგისტრაცია, პაროლის აღდგენა და საქმიანობის შეჩერება განვახორციელეთ, – ამბობს დავით კიკნაველიძე, – ხარაგაულელ გადახდელებს ძირითადად დავალიანებების ბედი და წლიური დეკლარაციების ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებთ.“
ხარაგაულის კულტურის ცენტრის მოლარე გულო გველესიანი შემოსავლების სამსახურის მიერ ხარაგაულში გადამხდელებთან შეხვედრებს დადებითად აფასებს.
„კარგია, რომ უშუალოდ მოდიან და კონსულტაციებს გვიწევენ, – ამბობს გულო გველესიანი, – ზესტაფონში ჩასვლას თანხა და დრო სჭირდება. ჩვენს შეკითხვებზე პასუხებს ადგილზე უფრო ამომწურავად მივიღებთ.“
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ხარაგაულში გადამხდელებს დღეს 17:30 საათამდე მოემსახურება.
მოძრავი სერვისცენტრი იმ მუნიციპალიტეტებში მიდის, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის