

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) მიერ ავეჯის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში ორი პრეტენდენტი, – ი/მ „კახაბერ ბოგვერაძე“ და ი/მ „ამირან კაშია“ – ჩაერთო.
ტენდერი 9 500 ლარზე 7 თებერვალს გამოცხადდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი ხევის, ღორეშისა და წიფის საბავშვო ბაღებისათვის შესაძენია სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების მაგიდები, კარადები, სკამები, საკიდები.
13 თებერვალს გამართული ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ი/მ „ამირან კაშიამ“ 8 149 ლარი, ხოლო ი/მ „კახაბერ ბოგვერაძემ“ – 8 150 ლარი დააფიქსირა.
ტენდერში გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება.
ხევის საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მეორე ჯგუფი უნდა დაემატოს.
ღორეშასა და წიფაში ახლადაშენებული საბავშვო ბაღები იხსნება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი