ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ ქონებრივიდეკლარაცია 2017 წლის 17 იანვარს შეავსო.
ნიკოლოზ თოფურიძის საკუთრებაშია სოფელ ლაშეში 192,78 კვმ ფართის სახლი და 2246,36 კვმ მიწის ნაკვეთი.
ქონებრივ დეკლარაციაში ნიკოლოზ თოფურიძეს მითითებული აქვს, რომ ხემაღალში მიწის ორ ნაკვეთს ფლობს, რომლებიც მისთვის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაუკანონებია, – 1 451 კვმ მიწის ნაკვეთი – 2014 წელს, 296 კვმ მიწის ნაკვეთი – 2016 წელს.
დეკლარაციის მიხედვით, ნიკოლოზ თოფურიძის მეუღლე ეკატერინე კახიანმა 2000 წელს დუშეთში, სოფელ ვეჯინში 1 200 კვმ ფართის მიწის ნაკვეთი 5 000, 00 ლარად შეიძინა. ეკატერინე კახიანი ფლობს თბილისში, კოსტავას ქ. #45-ში 132 კვმ ფართის ბინას; 8 ათას დოლარად შეძენილ, 2012 წელს გამოშვებულ, მსუბუქ ავტომანქანას „ჰიუნდაიელანდრა.“
ნიკოლოზ თოფურიძის საკუთრებაშია ორი ფერწერული ტილო, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომელთა ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება.
დეკლარაციის შევსებისას ნიკოლოზ თოფურიძეს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 291, 58 ლარი ჰქონდა, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 2 120 ლარი, „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე – 191,61 ლარი.
„საქართველოს ბანკში“ იპოთეკური სესხი 67004,28 აშშ დოლარი მან 2014 წლის 23 ოქტომბერს აიღო. სესხის დაფარვის ვადად დეკლარაციაში 2024 წლის 21 ოქტომბერია მითითებული. გასულ წელს სესხის დასაფარად მისი გასავალი 12 348 აშშ დოლარია.
დეკლარაციის მიხედვით, ნიკოლოზ თოფურიძემ 2016 წლის პირველი იანვრიდან 19 ნოემბრამდე, საქართველოს ენერგოსისტემაში გენერალური დირექტორის თანაშემწედ მუშაობისას, 37 000 ლარი მიიღო, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე – გასული წლის 19 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – 3 483, 33 ლარი.
გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან თბილისში მემკვიდრეობით მიიღო ბინა, რომელიც ცინცაძის ქ. #28-ში მდებარეობს. ის ამ ბინაში 50%-იანი წილის მფლობელია. წილის 50%-ს ფლობს ის მარელისში მდებარე 360 კვმ ფართის საცხოვრებელ სახლში, ხოლო მარელისში 15000,00 კვმ და საგურამოში 820,00 კვმ მიწის ნაკვეთები სრულად მისი საკუთრებაა.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მისი შევსებისას არჩილ მაღრაძეს „სახალხო ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 1 300 ლარი ერიცხებოდა; მის მეუღლე მაია ჯიშკარიანს ჰქონდა მამისგან საჩუქრად მიღებული 5 500 აშშ დოლარი; ხოლო არჩილის დედას, თამარ ბარბაქაძეს – უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული 15 000 ლარი.
2016 წელს, შპს „გორა გაზის“ მთავარ ინჟინრად მუშაობისას, არჩილ მაღრაძემ ანაზღაურების სახით 18 000 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ შემოსავლის სახით – 15 000 ლარი მიიღო.
P.S. გამგებელ ნიკოლოზ თოფურიძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მისი მეუღლისგან ავტომანქანა „ჰიუნდაიელანდრას“ შეძენის თარიღად ერთგან 1916 წელია მითითებული, მეორეგან -2016 წელი.
გამგებლის მოადგილე არჩილ მაღრაძემ შპს „გორა გაზში“ მუშაობის დაწყებისა და დასრულების თარიღებად 2016 წლის 21 ნოემბერი მიუთითა. მისსავე დეკლარაციაში აღნიშნული „სახალხო ბანკი“ კი დღეისათვის ლიბერთი ბანკია.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების