არასამთავრობო ორგანიზაცია „აკმე“ ახორციელებს პროექტს „წიგნი სიყვარულია.“ პროექტის მიზანია, მოსწავლე დაამეგობროს წიგნთან, შეაყვაროს კითხვა და აზიაროს წიგნის ჯადოსნურ სამყაროს.
და რა ძალა აქვთ წიგნებს? რისთვის სჭირდებათ ბავშვებს წიგნები? ასტრიდ ლინდგრენმა ამ შეკითხვებზე უპასუხა: „წიგნს ვერაფრით შეცვლი, წიგნი ფრთებს ასხამს ფანტაზიას.“ თანამედროვე ბავშვები უყურებენ კინოფილმებს, ტელევიზორს, უსმენენ რადიოს – კი, ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ფანტაზიასთან.
წიგნთან პირისპირ დარჩენილი ბავშვი კი თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ, ნათელ, წარუშლელ სახეებს. ბავშვური ფანტაზია დაუშრეტელია, მის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა. ხვალინდელი სამყაროს ბედი ბევრადაა დამოკიდებული დღევანდელ პატარებზე, მათზე, ვინც სწორედ ახლა სწავლობს კითხვას. აი, ამისთვის სჭირდებათ ბავშვებს წიგნები“.
რას ვაკეთებთ ჩვენ, მასწავლებლები, წიგნის პოპულარიზაციისათვის? ვიგონებთ მრავალფეროვან ღონისძიებას, თამაშს, აქტივობას, რომ მოსწავლეები წიგნთან დავამეგობროთ, წიგნი შევაყვაროთ.
ა/ო „აკმე“-ს პროექტში „წიგნი სიყვარულია“ ბევრი სკოლაა ჩართული, როგორც ხარაგაულიდან, ისე ქვეყნის მასშტაბით. ბაზალეთის საჯარო სკოლა წელს შეუერთდა ამ საინტერესო პროექტს და შემოდის ინიციატივით, ჩავატაროთ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ 10-13 წლის ასაკის ბავშვებისთვის, წაკითხული წიგნების მიხედვით.
რა არის საჭირო პროექტში ჩასართავად? ჩამოაყალიბეთ თქვენს სკოლაში მკითხველთა გუნდი, ექვსი ძირითადი და ორი სათადარიგო წევრით. წაიკითხეთ წიგნები და მოემზადეთ შეჯიბრისათვის.
წასაკითხი ლიტერატურა:
წაიკითხეთ წიგნები და თუ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გაგიჩნდებათ, გთხოვთ, თითოეულმა სკოლამ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან შეადგინეთ 5-5 შეკითხვა და ელ.ფოსტაზე გადაუგზავნეთ ადმინისტრაციას.
wignisiyvarulia@gmail.com ადმინისტრაცია ჩვენ მიერ მიწოდებული შეკითხვებით ჩაატარებს თამაშს. ეს კონკურსი იქცევა ტრადიციად და ყოველ წელს გაიმართება ანალოგიური შეჯიბრი. დაწესდება სპეციალური პრიზი გამარჯვებული სკოლისთვის და იგი იქნება გარდამავალი.
გთხოვთ, ჩაერთოთ პროექტში, ერთად წავიკითხოთ წიგნები და აღვზარდოთ წიგნიერი თაობა.
თეა ტალახაძე
პროექტის კოორდინატორი,
ბაზალეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების