ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილა.
ფრაქცია „თავისუფალი არჩევანის“ შექმნის მოთხოვნით იურიდულ საკითხთა კომისიას დეპუტატმა გელა გოლუბიანმა მიმართა, ფრაქცია „დემოკრატების“ შექმნის მოთხოვნით – უშანგი ბერაძემ.
„თავისუფალ არჩევანში“ გაწევრიანება მერაბ ღონღაძესა და ვლადიმერ ბუაჩიძეს სურთ; „დემოკრატებში“ – გიორგი ლაცაბიძესა და რომან შერგელაშვილს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ გელაშვილის განცხადებით, ორივე ფრაქციის წესდება და პლატფორმა იდენტურია.
დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილისთვის ფრაქციების პლატფორმით დასახული ამოცანების განხორციელების გზები და პოლიტიკური მიზნები ბუნდოვანია.
კონკრეტულად რა პოლიტიკური მიზნებისთვის სურთ ფრაქციების შექმნა, სხდომაზე დეპუტატებს ეს არ განუმარტავთ.
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, საკრებულოს დებულების 35-ე მუხლის მეორე მუხლით ამ ფრაქციების შექმნა დაუშვებელია. ზემოთაღნიშნული მუხლის მიხედვით, „საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.“
„გელა გოლუბიანი, მერაბ ღონღაძე და ვლადიმერ ბუაჩიძე საკრებულოში ბლოკიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოხვდნენ, – აღნიშნა კომისიის სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა, – სამივე მათგანი იმ დროს კონსერვატიული პარტიის წევრი იყო. დღეს უპარტიოები არიან, მაგრამ რეგლამენტის თანახმად, მათ უფლება აქვთ მხოლოდ ბლოკში გაერთიანებული პარტიის მიერ შექმნილ რომელიმე პარტიაში გაერთიანდნენ.“
ამ მოტივით იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნაზე უარყოფითი დასკვნა გასცა.
კომისიის სხდომაზე მყოფი დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე დაინტერესდა, რა თანხა დასჭირდება ორი ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასს ოქტომბრამდე და არის თუ არა ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში.
ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, ორი ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასებს 30 ათასი ლარი დასჭირდება და ეს თანხა, ფრაქციების შექმნის შემთხვევაში, მოსაძიებელია.
ახალი ფრაქციების შექმნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების