

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სპეციალურ სპორტულ მომზადებას გადის.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი გვაზავას ინფორმაციით, ხარაგაულში საქართველოს ხელბურთელთა ორი ასაკობრივი ნაკრები ევროპის შესარჩევი ტურნირებისთვის ემზადება.
„ხარაგაულში სავარჯიშო პირობები ძალიან კარგია. თბილი და ნათელი დარბაზია, სადაც შეიძლება სრულყოფილად მომზადება,“ – ამბობს გიორგი გვაზავა.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრ მარიამ ცინცაძე ამბობს, რომ ხარაგაული ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით თოვლის დანახვა გაეხარდა. თუმცა, დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ქუჩებში სეირნობას ვერ ახერხებს.
ხელბურთელთა ნაკრები ხარაგაულში 18 თებერვალამდე ივარჯიშებს.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის