

საფეხბურთო გუნდი „ჩხერიმელა-2009“ ეროვნული ჩემპიონატის ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ხვდება. შეიცვალენ გუნდის დირექტორი და მწვრთნელები.
გუნდს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა – გასული წლის ნოემბერში ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, თაღლითური ფსონების გამო, „ჩხერიმელა“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და პირველი ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა.
გუნდის დირექტორი დავით გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, წელს „ჩხერიმელა“ ფეხბურთის ფედერაციიდან 250 ათასი ლარით დაფინანსდება.
დიდთოვლობის გამო გუნდი ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს. გუნდის დირექტორის გადაწყვეტილებით, უახლოეს ხანში თბილისში სტადიონს დაიქირავებენ და გუნდი ვარჯიშს იქ გააგრძელებს.
„ჩხერიმელას“ მთავარი მწვრთნელი დემური გიორგობიანი ამბობს, რომ გუნდმა საკმაოდ რთული და ამბიციური მიზნები დაისახა, თუმცა სისტემატური ვარჯიშით შეეცდებიან ეროვნულ ჩემპიონატს მომზადებულები შეხვდნენ.
17 წლის ფეხბურთელი გიგა ჭყოიძისა და მისი თანაგუნდელების მიზანია, რომ „ჩხერიმელამ“ სატურნირო ცხრილში წამყვანი პოზიცია დაიკავოს.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის