

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ხარაგაულში, ერთი თვეა, ფუნქციონირებს. ბიუროს ხელმძღვანელის,
ოთარ ლურსმანაშვილის, თქმით მოქალაქეები, ძირითადად, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ.
„რამდენიმე მოქალაქემ დაგვირეკა სოფლებში გაუთოვლელი გზების გამო. რამდენიმე სტუდენტმა სწავლის დაფინანსების თხოვნით მოგვმართა. ასევე გვთხოვეს დახმარება ოპერაციის ხარჯების დასაფარად,“ – ამბობს ოთარ ლურსმანაშვილი.
მისი თქმით, მოქალაქეს, რომელსაც სურს პირადად შეხვდეს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს, შეუძლია საკონტაქტო ინფორმაცია დატოვოს დეპუტატის ბიუროს ოფისში. მოქალაქეს შეხვედრის ზუსტ დროს წინასწარ შეატყობინებენ.
ბიუროს ბაღდათის განყოფილებისთვის თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევენ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი ზესტაფონის ხუთი სოფლის მოსახლეობას ბიუროს ხარაგაულის განყოფილების თანამშრომლები მოემსახურებიან.
დეპუტატის ბიურო ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა #61-ში განთავსდა, სადაც წინამორბედი დეპუტატის ბიურო ფუნქციონირებდა. დეპუტატის ბიურო დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მუშაობს.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის