ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 31 იანვარს, რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი რვა პროექტი დაამტკიცა.
- ნადაბურში საბავშვო ბაღისთვის შენობის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულებაა 150 ათასი ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 142 500 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 7 500 ლარი);
- ვანში 3 760 მ სიგრძის, ჩხერში 1000 მ სიგრძის გზების რეაბილიტიცია (პროექტის ღირებულებაა 874 700 ლარი. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 830 960 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 43 740 ლარი);
- ხონში 400 მ სიგრძის, ლახუნდარაში 1 500 მ სიგრძის გზების რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულება 285 000 ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება 270 750 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 14 250 ლარი);
- წაქვაში 1,5 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულება 276 790 ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 262 940 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 13 850 ლარი);
- მაქათუბანში 2 კმ სიგრძის გზის, ვაშლევის პირველი უბნის (ტაძართან) 1 კმ გზის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულებაა 492 600 ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 467 970 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 24 630 ლარი);
- ღარიხევში 300 მ სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულებაა 55 000 ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 52 250 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 2 750 ლარი);
- ქვებში 1 კმ სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულებაა 150 000 ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 142 500 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 7 500 ლარი);
- ხარაგაულში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულებაა 300 000 ლარი. აქედან რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსება – 285 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება – 15 000 ლარი).
პროექტის ღირებულება ყველგან წარმოდგენილია საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე.
პროექტების განხორციელების სავარაუდო ვადებია 2017 წლის აპრილი-სექტემბერი.
მუნიციპალური განვითარების ფონდში დაგეგმილია შემდეგი პროექტების წარდგენა:
- ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა (პროექტის ღირებულებაა 590 749 ლარი);
- ლეღვანში 3 476 მ. სიგრძის ცენტრალური გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (ღირებულება 813 130 ლარი);
- დაბა ხარაგაულის ქუჩების რეაბილიტაცია, 2900 მ. სიგრძის (პროექტის ღირებულებაა 435 000 ლარი);
- ლაშეს ადმინისტრაციულ ერთეულში 2,5 კმ. სიგრძის გზების რეაბილიტაცია (ღირებულება 375 000 ლარი);
- ჩრდილში 2 400 მ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია (ღირებულება 360 000 ლარი);
- მარელისი-ლეღვანის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია (ღირებულება 600 000 ლარი).
ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ გამგეობამ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო ინფორმაცია, რომ მგფ საღანძილეს საბავშვო ბაღის მშენებლობის 600 ათასი ლარი ღირებულების პროექტს დააფინანსებს.