ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება იგეგმება. ეს საკითხი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დღეს, 31 იანვარს, განიხილა.
საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, 2017 წლის პირველი იანვრისათვის არსებული ნაშთიდან (120 ათასი ლარი) 69 000 ლარს ააიპ-ების მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოახმარენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 23,0 ათასი ლარი გზების რეაბილიტაციისათვის შპს „ხარაგაული -2011-ს“ სუბსიდიის სახით უნდა გადაეცეს;
ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ გარე განათების ხარჯების სუბსიდირებისათვის 9, 0 ათასი ლარი ესაჭიროება; აქედან 4,0 ათასი ლარი – 2016 წლის დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების დასაფარავად, 5,0 ათასი ლარი – დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად;
ააიპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 25,0 ათას ლარს ღორეშისა და წიფის საბავშვო ბაღების გასახსნელად, ინფრასრუქტურისა და სახელფასო ფონდისათვის გადასცემენ;
მუნიციპალიტეტის გამგეობა 28,0 ათას ლარს ითხოვს. აქედან 11,0 ათას ლარს – ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაციისათვის, 17,0 ათას ლარს – მსუბუქი ავტომობილის შესაძენად;
ააიპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ შენობის რემონტს 8,0 ათასი ლარი მოხმარდება, 17,0 ათასი ლარი – სტადიონის მოვლა-შენახვას, 10,0 ათასი ლარი – კომუნალურ ხარჯებს. ამ სამუშაოების შესასრულებლად თანხა ააიპ „ხარაგაულდასუფთავებას“ გადაეცემა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, წიფასა და ღორეშაში საბავშვო ბაღების გახსნისთვის 25 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე დეპუტატები 3 თებერვალს კომისიის სხდომაზე დამატებით იმსჯელებენ.
„მუნიციპალიტეტის გამგებელს მსუბუქი გამავლობის ავტომანქანა არ ჰყავს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამიტომ მხარს ვუჭერ ავტომანქანის შეძენას. გამგებლის ძველი ავტომანქანა 13 600 ლარად აუქციონზე გაიყიდა. პიკაპი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოგვცა, სოფლებში გადაადგილებისთვის არის საჭირო.“
დეპუტატ ინგა მაღრაძის თქმით, ფეხბურთის გუნდისთვის გამოყოფილი ასი ათასობით ლარი გასულ წლებში თაღლითურ გარიგებებს ხმარდებოდა და არა – ფეხბურთის განვითარებას.
„კოლეგებს შევთავაზე, რომ დამატებითი თანხა აღარ დავხარჯოთ საფეხბურთო გუნდისთვის და კლუბის შენობასა და სტადიონს მოუაროს ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობამ,“ – ამბობს ინგა მაღრაძე. ის 17 ათას ლარად ავტომანქანის შეძენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ინგა მაღრაძესთვის ბუნდოვანია, რატომ უმატებენ სუბსიდიას სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას იმ დროს, როცა მისივე თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას აღინიშნა, რომ წიფასა და ღორეშაში საბავშვო ბაღების გახსნა გათვალისწინებულია.
საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატები 6 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების