განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ საბავშვო ბაღების აღმზრდელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგი ჩაატარა.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები სისტემაში მოსალოდნელ სიახლეებს გაეცვნენ.
სპმთპ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე ამბობს, რომ ტრენინგზე ხარაგაულის საბავშვო ბაღებიდან ყველა პროფწევრი მიიწვიეს.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონი მალე ამოქმედდება, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – უახლოეს ხანში, შესაძლოა, აღმზრდელებისთვის ტესტირება ან გამოცდა ჩატარდეს, რის შემდეგაც მათ პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელები ამ პროცესს მომზადებულები შეხვდნენ.“
პროექტების შედგენა, მათი პრეზენტაცია, კომუნიკაციების სწორი მართვა, – ეს თემები განიხილა ტერენერმა მარინე შენგელიამ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებთან.
„აღმზრდელებმა მიიღეს ახალი ინფორმაციები, რომლებიც მათ ტესტირებისთვის გამოადგებათ,“ – ამბობს მარინე შენგელია და მიიჩნევს, რომ კითხვა-პასუხით თითქმის ყველა თემა ბოლომდე ამოწურა, რითაც ტრენინგის მონაწილეები კმყოფილები დარჩნენ.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილი მიესალმება ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც აღმზრდელის ცოდნის დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს.
„ჩვენი სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, – ამბობს ნანა რევაზიშვილი, – განვიხილეთ დღის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომები, საბავშვო ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ყურადღება გამახვილდა ინკლუზიურ ბავშვებთან მუშაობაზე.“
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასკოლო მზაობის საპილოტე პროგრამაზე მუშაობაა.
„პროგრამის პირველი ნაწილი კარგად დავძლიეთ. მეორე ნაწილში 10-11 თემა უნდა გავიაროთ. ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შექმნან თავად აღსაზრდელებმა პროექტები.“
განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებიდან პროფწევრებისთვის გადამზადების ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების