

ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ინიციატივით 28-29 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სათავგადასავლო ლაშქრობა-ტური მოეწყო.
ლაშქრობის მონაწილეები ულამაზესი და თოვლიანი „მაისუროვის ბაღის“, „ხერგილისა“ და „ნასოფლარის“ მონახულებას გეგმავდნენ.
ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბერიკა თურმანიძე ამბობს, რომ დიდთოვლობის გამო, მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, „მაისუროვის ბაღში“ ასვლისაგან თავი შეიკავეს. მარელისის „ხერგილზე“ ლაშქრობის 17 მონაწილეს კლდეზე ცოცვასა და საზვავე სიტუაციებიდან უსაფრთხოდ გამოსვლის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
ლაშქრობის მონაწილე სალომე გეწაძე ამბობს, რომ მარელისის ხერგილზე მხოლოდ ზაფხულში იყო ნამყოფი და ძალიან უნდოდა, ეს სილამაზე ზამთარშიც ენახა. ამიტომ, მიუხედავად ცუდი ამინდისა, ლაშქრობაში წავიდა. სალომეს ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებთან თოვლიანი ეროვნული პარკის მონახულება არ გასჭირვებია და მოხარული იქნება, თუ მსგავსი ლაშქრობები მრავალჯერ მოეწყობა.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის