seattle Times საქართველოს ამერიკელი მეგობრისა და ქომაგის ბობ უოლშის გარდაცვალებას იუწყება.
ქართული რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, აშშ ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში სტაჟირებისას, 2008 წლის ნოემბერში, ბობ უოლშთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა.
ბატონი ბობი საქართველოსთან ურთიერთობასა და გეგმებზე გვესაუბრა. შეხვედრის შემდეგ კი სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ.
ბობ უოლშის ოჯახსა და ახლობლებს თანაუგრძნობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ძალიან დამამწუხრა საქართველოს ნამდვილი მეგობრის, ჩვენი ქვეყნის დიდი ქომაგისა და მეგობრის, ბობ უოლშის გარდაცვალებამ, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში, – ის დააკლდება საქართველოს, მას ყოველთვის მოიგონებენ ჩვენთან.
ბობი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაინტერესდა საქართველოთი და მთლიანად მიუძღვნა საკუთარი თავი ჩვენი ქვეყნის განვითარებას. იგი იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებიც კი საქართველოში გაატარა.
ბობ უოლშმა თავისი გავლენა მოახმარა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული კავშირების გაძლიერებას როგორც ვაშინგტონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სწორედ ამ თავდადებისა და ჩემი ქვეყნისთვის გაწეული ასეთი გამორჩეული ღვაწლის გამო მიიღო მან საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება.
თანავუგრძნობ ბობის ოჯახსა და ახლობლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი
ფოტოებზე: ბობ უოლში ქართველ გამომცემლებთან ერთად, სიეტლი, 2008 წ. ნოემბერი; ბობ უოლში პრეზენტაციისას.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების