ხარაგაულის კინოთეატრში ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის საღამო „მრავალ ახალ წელს“ გაიმართა. სცენაზე ერთმანეთს ანსამბლ „საუნჯეს“ მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვები ცვლიდნენ. 12 ცეკვა და 12 სიმღერა ხალხური შემოქმედების სახლის 75 აღსაზრდელმა შეასრულა.
ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი დალი მაღრაძე: -სცენაზე რომ მომავალ თაობას ვუყურებ, გული მომავლის რწმენით მევსება. მადლობა ხალხური შემოქმედების სახლის ლოტბარ მაია მაღრაძეს, ქორეოგრაფ რომან ბუაჩიძეს, ხალხური ზეპირსიტყვიერების წრის პედაგოგ თამარ ავალიშვილს, ხელით ნაკეთობების წრის პედაგოგ ინგა ლურსმანაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, ძალ-ღონეს არ იშურებენ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ კონცერტის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიმართა, რომ მას ცხოვრებაში მაღრაძეები ყოველთვის აოცებდნენ. „პირველი მაღრაძე, რომელმაც გამაოცა, ეს იყო ბატონი ერმილე მაღრაძე, – ტიხრული მინანქრის დიდოსტატი. დღეს გავოცდი დალი და მაია მაღრაძეების მოსწავლეებით, რომლებმაც სცენაზე ნამდვილი ქართული სული გააღვიძეს. დიდი მადლობა ქალბატონ დალი მაღრაძესა და პედაგოგებს. ყველაფერს გავაკეთებ ამ ადამიანების ხელშეწყობისათვის.“
„საუნჯეს“ წევრის მშობელი თამარ სხილაძე ამბობს, რომ ეს საღამო ხელოვნების დიდი ზეიმი იყო.
საღამოს მონაწილეები ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების