

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა 4 თებერვალს მწერალ დათო ტურაშვილს უმასპინძლებს.
ბიბლიოთეკის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ღონისძიება პროექტის – „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ – ფარგლებში გაიმართება.
შეხვედრაზე დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე – ლეგენდები დავით აღმაშენებელზე“ ისაუბრებენ.
„ტყეების მეფე“ თავდაპირველად იყო კინოსცენარი, რომლის მიხედვითაც დიდ მეფეზე ფილმი უნდა გადაეღოთ. ამ ნაწარმოებში ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები, ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების გასხვავებულ ვერსიებს გვაცნობს.
მწერალთან შეხვედრა დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს ეძღვნება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი