ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და ფასილიტატორები წყალტუბოში სამდღიან ტრენინგზე იმყოფებოდნენ.
ტრენინგი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგზე დირექტორებმა და სკოლის ფასილიტატორებმა ორი თემა – „სწავლების მენტორობა“ და „გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება“ განიხილეს.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე ტრენინგს პრაქტიკულსა და ნაყოფიერს უწოდებს. ის ამბობს, რომ შესწავლილ მასალას სკოლის სხვა პედაგოგებს გააცნობს და დააკვირდება, რამდენად იგეგმება სიახლეები საგაკვეთილო პროცესში.
კიცხის საჯარო სკოლის დირექტორ თამარ წიწილაშვილის თქმით, ტრენინგის სალექციო კურსი და პრაქტიკული დავალებები სკოლებში სიახლის დანერგვასა და ძალადობის პრევენციას ისახავდა მიზნად.
მაია ღარიშვილი – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი, ფასილიტატორი: -ტრენინგზე განვიხილეთ, თუ როგორ დავგეგმოთ გაკვეთილები და როგორ დავნერგოთ საგაკვეთილო პროცესში სიახლეები. ტრენინგის მიზანია, რომ სწავლება თითოეული მოსწავლისთვის უფრო საინტერესო და ხალისიანი გახდეს.
ეთერ პაპავა – ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი: -ტრენინგის შემდეგ გაკვეთილებს ვესწრებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უკუკავშირს ვაფასებთ და პედაგოგებს განვითარებაში ვეხმარებით.
სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული გადამზადების პროგრამა ორწლიანია და საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და ინგლისური ენის პედაგოგები გადიან.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების