

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის პირველი ტური დასრულდა. იმერეთიდან პირველი ადგილი 4040 ქულით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლამ მოიპოვა.
კონკურსში, რომლის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს 153 სკოლა ჩაერთო.
იმერეთიდან კონკურსის ნახევარფინალში 23 სკოლა გადავიდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნახევარფინალის საგზური ბორითის, კიცხისა და მარელისის საჯარო სკოლებმაც მოიპოვეს.
ნახევარფინალში მოხვედრისთვის კონკურსანტებმა არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს.
ახლა ისინი ძალებს რეგიონულ ტურებში გამოცდიან. ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალი თბილისში, 21 მარტს, გაიმართება.
წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის ხარაგაულელ მონაწილეებს.
ფოტოზე: ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბაოს“ წევრები გარემოსდაცვითი აქტივობის დაგეგმვისას
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი