18 იანვარს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობაში ხელფასების 8%-იანი შემცირების საკითხი განიხილეს.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი განმარტავს, რომ 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 1, 184 ათასი ლარი არასაკმარისია წლის ბოლომდე გამგეობის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურებისთვის და ამ მიმართულებით 56 ათასი ლარის დამატებაა საჭირო.
საკრებულოს წევრი დავით კიკნაძე გამგეობის თანამშრომლებისათვის ხელფასების შემცირებას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან გამგეობაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა კონკურსები გაიარეს, უვადოდ არიან დანიშნულები და ხელშეკრულებებში ნათლადაა გაწერილი მათი თანამდებობრივი სარგოები.
დეპუტატ აკაკი მაჭავარიანის შეფასებით, ლარის გაუფასურების ფონზე თანამშრომელთა ხელფასები კი არ უნდა შემცირდეს, არამედ – უნდა გაიზარდოს.
ვლადიმერ გელაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ თუ საკრებულო გამგეობაში ხელფასების შემცირებას მხარს არ დაუჭერს, სახელფასო ფონდის შესავსებად თანხის მოძიებას მუნიციპალიტეტის გამგეობა წლის განმავლობაში შეძლებს.
დეპუტატი ვლადიმერ ტალახაძე ამბობს: „თუ ხელფასები საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, დარაჯებს, დამლაგებლებსა და მზარეულებს უნდა მოაკლდეს, რატომ არ უნდა შეუმცირდეს გამგეობის თანამშრომლებსაც.“
საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი კი აცხადებს, რომ თუ გამგეობას თანამშრომლებისთვის თანხის მოძიება შეუძლია, კეთილი ინებოს და თანხა ააიპ-ების თანამშრომლებისთვის მოიძიოს.
„საკრებულოში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვისას სულ გვესმოდა, ფული გვაქვსო, – იხსენებს დეპუტატი ინგა მაღრაძე, – ახლა აღმოჩნდა, რომ ფინანსები აღარ გვყოფნის. თუ ეს პროცესი გარდაუვალია, რატომ უნდა ჩავაყენოთ მარტო გამგეობა ამ მდგომარეობაში. ხელფასები საკრებულოშიც უნდა შემცირდეს.“
საბოლოოდ, დეპუტატებმა გამგეობაში დასაქმებულებისთვის ხელფასების შემცირებას მხარი არ დაუჭირეს.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების