

ასე უწოდეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას, რომლის დროსაც მონაწილეებმა „შობის ჯადოსნურ ღამეს“ მუზეუმის ექსპონატები „გააცოცხლეს“ და მაყურებლები წინა წლების ხარაგაულში ამოგზაურეს.
მონაწილეებმა სიმბოლურად განასახიერეს ხარაგაულელი საზოგადო მოღვაწეები,- მეცნიერები, სპორტსმენები, მხატვრები, ექიმები, ახალგაზრდა „გალაკტიონმა“ ღონისძიების სტუმრებს ლექსები წაუკითხა.
ღონისძიებაში ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღისა და დაბა ხარაგაულის სამივე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ მათ მადლობა გადაუხადა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის