ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღეს ბევრი იდავეს, შეუმცირონ თუ არა გამგეობის თანამშრომლებს ხელფასები 8%-ით.
ხელფასების შემცირების თაობაზე დადგენილების პროექტი საკრებულოში გამგეობის ადმინისტრაციულმა სამსახურმა წარადგინა.
„ჩემთვის ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია, თუ რატომ უნდა შეუმცირდეთ ხელფასები გამგეობის თანამშრომლებს, – აღნიშნა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა.
ეს პოზიცია დეპუტატებმა დავით კიკნაძემ და ქეთევან ზუმბაძემ გაიზიარეს. მათი განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ამ საკითხზე გამგეობის წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა, რომ 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 1, 184 ათასი ლარი არასაკმარისია წლის ბოლომდე გამგეობის თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურებისთვის და ამ მიმართულებით 56 ათასი ლარის დამატებაა საჭირო.
„ისე ნუ მიიღებთ, რომ ხელფასების დაკლება ჩემი თვითმიზანია, – განაცხადა ვლადიმერ გელაშვილმა, – იძულებული ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭიროთ და გამგეობას დაავალოთ ეტაპობრივად დამატებითი შემოსავლების მოძიება.“
დეპუტატ ვლადიმერ ტალახაძის პოზიციაა, რომ თუ ხელფასები საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, დარაჯებს, დამლაგებლებსა და მზარეულებს უნდა მოაკლდეს, რატომ არ უნდა შეუმცირდეს გამგეობის თანამშრომლებსაც.
„საკრებულოში საბიუჯეტო ცვლილებების განხილვისას სულ გვესმოდა, – ფული გვაქვსო, – აღნიშნა კომისიის სხდომაზე დეპუტატმა ინგა მაღრაძემ, – ახლა აღმოჩნდა, რომ ფინანსები აღარ გვყოფნის. თუ ეს პროცესი გარდაუვალია, რატომ უნდა ჩავაყენოთ მარტო გამგეობა ამ მდგომარეობაში. ხელფასები საკრებულოშიც უნდა შემცირდეს.“
დეპუტატებმა იუზა კელენჯერიძემ, რომან შერგელაშვილმა, ვლადიმერ ტალახაძემ, გიორგი გრიგალაშვილმა და ნონა ზურაბიანმა გამგეობაში ხელფასების შემცირებას მხარი დაუჭირეს.
მარინა ვეფხვაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ვარლამ ჭიპაშვილი, ქეთევან ზუმბაძე, ინგა მაღრაძე, ლენა აბაშიძე და დავით კიკნაძე გამგეობაში ხელფასების შემცირებას არ დაეთანხმენ.
საბოლოოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ გამგეობის თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირების თაობაზე უარყოფითი დასკვნა გასცა.
ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, 18 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების