

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი ახალ პიესაზე „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ მუშაობს. ეფემ ჩაპოვეცკის პიესა მოგვითხრობს მარტოხელა ქალზე, რომელსაც წრუწუნები შეეჩვივნენ. ქალბატონმა მათ მოსაგერიებლად ფისო მოიყვანა…“ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ხარაგაულელი ნორჩი მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ლუიზა კიკნაძე (დეიდა მარინა), თაგუნები მიკი (ირინე ჩხეიძე) და კიწი (მაია ბერაძე) და ფისო (გიორგი ჭიპაშვილი).
„შევეცდებით, პრემიერის შემდეგ, სპექტაკლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვაჩვენოთ და იქ მცხოვრები პატარები გავახაროთ. ჩვენს თეატრს უკვე ოცი თოჯინა ჰყავს და „აბა დამაცადეთ, თაგუნებო““ რიგით მეექვსე სპექტაკლია, – ამბობს ხარაგაულის თოჯინების თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის