

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში ახალი რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებთან დამსაქმებელმა კომპანიამ, – ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ, – ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა.
ამას წინ უძღოდა გამაფრთხილებელი აქცია.
ძირულაში დასაქმებულებმა გასულ კვირაში გამაფრთხილებელი აქცია ხელფასების სრულად ანაზღაურებისა და სხვა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართეს.
შვებულება, ბიულეტენი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება – დასაქმებულთა ეს მოთხოვნები რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ჩარევით დაკმაყოფილდა.
„ძირულაში დასაქმებულებთან ისეთი ხელშეკრულებები გაფორმდა, როგორიც ზვარეში დასაქმებულებთან, – ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა, – ჩვენი ორგანიზაცია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს.“
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის