

ხარაგაულის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, კომპანია „მირკოს“ დამფუძნებელმა, ხარაგაულელმა ომარ ლომსაძემ, ოჯახებს რომელთაც სისხლში შაქრის საზომი აპარატის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ, გლუკომეტრი საჩუქრად გადასცა.
„სოფლის ექიმების დახმარებით მოვიძიეთ იმ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია, ვინც საჭიროებს აპარატს, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ბატონმა ომარმა ხარაგაულში 120 გლუკომეტრი და წნევის საზომი 20 აპარატი გამოაგზავნა და სოფელ-სოფელ მისმა შვილმა, გიგა ლომსაძემ, დაარიგა.“
ნანა კიკნაძის ინფორმაციით, წნევის აპარატების უმრავლესობა სოფლის ამბულატორიებს გადასცეს, რამდენიმე კი – მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს.
ფოტოზე: ბაზალეთის ამბულატორიაში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი