ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, ახალი რკინიგზის მშენებლობაზე, ორმოცმა დასაქმებულმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ტაბატაძის ინფორმაციით, მათი პროტესტი დასაქმებულებისთვის ხელფასების დაკლებამ გამოიწვია.
„დამსაქმებელმა უნდა განგვიმარტოს, რა მიზეზით დაგვაკლეს ხელფასები. ჩვენი სამუშაო პირობები იგივეა, რა დღეშიც რამდენიმე წელი ზვარეში დასაქმებულები იყვნენ. ვითხოვთ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, შვებულებას, უსაფრთხოებას,“ – ამბობენ ძირულაში დასაქმებულები.
აქციის მონაწილეებმა დახმარებისთვის რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებს მიმართეს.
ორგანიზაციის პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ ძირულაში დასაქმებულები მზად არიან პროფკავშირში გაწევრიანდნენ.
„დოკუმენტების მიღებისთანავე დავუკავშირდებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოლაპარაკებებს დავიწყებთ, – ამბობს ვიტალი გიორგაძე, – ხვალ, 12 იანვარს, სამუშაო შეხვედრა გვაქვს „საქართველოს რკინიგზაში“ ზვარეში დასაქმებულთა პრობლემებთან დაკავშირებით, პარასკევს კი ხაშურში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს შევხვდებით.“
ვიტალი გიორგაძე იმედოვნებს, რომ ძირულაში დასაქმებულები დამსაქმებელთან ისეთივე შეთანხმებას მიაღწევენ, როგორც ეს ზვარეში მოხდა.
„სამართლებრივ შეთანხმებას ზვარეში დასაქმებულებთან უკვე მივაღწიეთ, თუმცა, აღსრულების კუთხით პრობლემებია, – ამბობს ვიტალი გიორგაძე, – დამსაქმებელმა ათი ბიულეტენიდან ოთხი აანაზღაურა, პრობლემებია შვებულებებთან დაკავშირებითაც, რადგან გასული ოთხი წლის მანძილზე დამსაქმებელს, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს,“ მსგავსი რამ პრაქტიკაში არ ჰქონია. თუმცა, დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი მაინც კმაყოფილდება.“
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები ძირულაში დასაქმებულთა პრობლემების მოსაგვარებლად კოლექტიურ დავას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ვიტალი გიორგაძე ზვარეში დასაქმებულთა აქციაზე – 2016 წელი, 8 აგვისტო; სარკინიგზო გვირაბი ძირულაში
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების