

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროგრამა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მასში ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის პედაგოგები მონაწილეობენ.
პროგრამა ხუთ ტრენინგ მოდულს ითვალისწინებს. თითოეული მათგანი ორ თვეში ერთხელ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
ეკა მესხი, საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგი, ფასილიტატორი: -ტრენინგ მოდულის თემები წინასწარ გვეგზავნება და სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის მონაწილეებს ვაცნობთ. ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ.
შემდეგი ტრენინგ მოდული 21 იანვრიდან დაიწყება.
პირველი ტრენინგ მოდული ნოემბრის დასაწყისში გაიმართა და მასწავლებელთა სახლის ტრენერებთან ერთად ტრენერმა ვერა ოდიკაძემ ჩაატარა.
„საერთაშორისო კვლევების მიხედვით, აღნიშნულ საგნებში, ქვეყნის მასშტაბით, სწავლების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – გვიამბობს ვერა ოდიკაძე, – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, შემუშავდა პროგრამა „ისწავლე და ასწავლე“, რომლის ფარგლებშიც სკოლის დირექტორები და პედაგოგები გადამზადდნენ. ეს პროგრამა აგვისტო-სექტემბერში გავიარე და პირველი ტრენინგ მოდული საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში ჩავატარე“.
ვერა ოდიკაძის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ორწლიანია და საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და ინგლისური ენის პედაგოგები გაივლიან. თითოეულ გავლილ მოდულზე მასწავლებლები სერთიფიკატს მიიღებენ, რაც მათ კატეგორიების ამაღლებაში დაეხმარებათ. ვერა ოდიკაძე მადლობას უხდის ამ პროგრამაში ჩართულ ყველა პედაგოგს აქტიურობისათვის.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: ფასილიტატორი ეკა მესხი; ტრენერი ვერა ოდიკაძე ხარაგაულელ პედაგოგებთან ერთად
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი