ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის, ბიურო ხარაგაულში 9 იანვრიდან ამოქმედდა. მას ოთარ ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს.
დეპუტატის ბიუროს ხარაგაულის განყოფილებაში ორი თანამშრომელი – სპეციალისტი ჟანა ნემსაძე და მძღოლი – კონსტანტინე პეტავა იმუშავებენ.
დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები მოქალაქეებს ორშაბათსა და სამშაბათს ადგილზე მიიღებენ. ოთარ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად, კვირის ამ დღეებში მოქალაქეებს მაჟორიტარი დეპუტატიც შეხვდება.
დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი აპირებს, რომ სოფლის მოსახლეობის პრობლემებს უშუალოდ გაეცნოს.
დეპუტატის ბიუროს ბაღდათის განყოფილება უახლოეს მომავალში ამოქმედდება და ის ორი თანამშრომლით დაკომპლექტდება.
ოთარ ლურსმანაშვილმა 2009 წელს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა დაამთავრა. იმავე წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 2014 წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2014-2015 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა. 2016 წელს ააიპ ხარაგაულის მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში მუშაობდა.
ბიუროს აპარატის თანამშრომელმა ჟანა ნემსაძემ 2010 წელს, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადერიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა. იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისში „ლიტვური საცხობის“ პიარმენეჯერად, 2014-2016 წლებში – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მდივნად.
დეპუტატის ბიურო ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა #61-ში განთავსდა, სადაც წინამორბედი დეპუტატის ბიურო ფუნქციონირებდა.
დეპუტატის ბიურო დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე იმუშავებს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით: 22 00 41; 577 28 48 41 ოთარ ლურსამანაშვილი; 595 90 27 20 ჟანა ნემსაძე.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების