ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ორი სკოლა აშენდება და ერთი – გარემონტდება. ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძისგან მოვიპოვეთ.
ზვარეს საჯარო სკოლის შენობა ახალი რკინიგზის მშენებლობის არეალში ხვდებოდა. ამიტომ, ოთხი წლის მანძილზე ამ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერ იგეგმებოდა. რკინიგზის მშენებლობის პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, სკოლის შენობა მშენებლობის არეალში აღარ ხვდება. ამ გარემოების გამო შესაძლებელი გახდა ქონების დარეგისტრირება და შესაბამისად, – შენობის გარემონტება.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, ზვარეს საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. დაგეგმილია სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა, ცენტრალური გათბობის დამონტაჟება.
მისივე ინფორმაციით, 2017 წელს კიცხის საჯარო და ღარიხევის დაწყებითი სკოლების ახალი შენობები აშენდება.
„სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მცოცავი ნიადაგის გამო, კიცხის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება, – ამბობს დავით კიკნაძე, – ღარიხევის დაწყებითი სკოლა 30 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
დაწყებითი სკოლის აშენება სოფელ საქარიქედშიც იგეგმება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ გვთხოვა მოგვეძიებია კერძო სახლი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სააგენტო გაარემონტებდა. კერძო სახლი, ამ მიზნით, ვერ მოვიძიეთ. ამჟამად ინფრასტრუქტურის სააგენტოსგან ალტერნატიულ გეგმას ველოდებით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვთხოვა, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ ნაწილობრივ რეაბილიტაციას. ჩვენ თერთმეტი სკოლის მონაცემები გადავაგზავნეთ. თუმცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენი სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაფინანსდება, ჯერჯერობით, უცნობია,“- ამბობს დავით კიკნაძე.
მისივე ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან სერთიფიცირებული პედაგოგები მომატებულ ხელფასს აიღებენ. სრულ განაკვეთზე მომუშავე სერთიფიცირებულ პედაგოგებს ხელფასზე 320 ლარი დაემატებათ.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების